სამი ადამიანი მოკლეს, სამი კი დაჭრეს - რა მოხდა სოხუმის სანაპიროზე - კვირის პალიტრა

სამი ადამიანი მოკლეს, სამი კი დაჭრეს - რა მოხდა სოხუმის სანაპიროზე

სოხუმში, ე.წ. მოჰაჯირების სანაპიროზე, ერთ-ერთ რესტორანთან სროლის შედეგად, სამი ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი დაიჭრა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ გამოცემა "სპუტნიკ აფხაზია" იუწყება.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ნიღბიანმა უცნობმა პირებმა გახსნეს.

დე ფაქტო შსს-ს ცნობით, სოხუმის დეპოში ნაპოვნია ცეცხლმოკიდებული ავტომანქანა, რომლითაც დამნაშავეები გადაადგილდებოდნენ.

მომხდართან დაკავშირებით, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა.

მან "ძალოვანებისგან" ყველა აუცილებელი ზომების გატარება მოითხოვა დამნაშავეთა დასაკავებლად, რათა მათ "რესპუბლიკის" ტერიტორიის დატოვება ვერ შეძლონ.

"ინტერპრესნიუსი"