აქციისას დაკავებული მოძრაობა "შეცვალეს" 3 წევრი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
22-11-2019
აქციისას დაკავებული მოძრაობა "შეცვალეს" 3 წევრი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
21 ნოემბერს, "ქართული ოცნების" ოფისთან გამართული აქციისას დაკავებული მოძრაობა "შეცვალეს” წევრები ნიკა ფარულავა, ბექა პაპაშვილი და ოთარ შენგელია სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. სასამართლო მათ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაზე 25 ნოემბერს, 16:00 საათზე იმსჯელებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნათია მერაბიშვილმა მას შემდეგ მიიღო, რაც დაკავებულის ადვოკატმა სასამართლო პროცესზე დააყენა შუამდგომლობა, რომ მეორე მხარემ გადასცეს მის ხელთ არსებული მტკიცებულებები, კერძოდ კი სამხრე კამერების ჩანაწერები, რათა ორივე მხარე გაეცნოს არსებულ მტკიცებულებებს.

შეგახსენებთ, 21 ნოემბერს ქართული ოცნების" ცენტრალურ
ოფისთან გამართულ აქციაზე პოლიციამ ოთხი აქტივისტი დააკავა.

დღეს სასამართლომ „შეცვალეს“ კიდევ ერთი წევრი ტიტე გედენიძე არ სცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?