"საკონსულოს მუდმივად აქვს ინფორმაცია ავთანდილ ხურციძის მდგომარეობის შესახებ"
"საკონსულოს მუდმივად აქვს ინფორმაცია ავთანდილ ხურციძის მდგომარეობის შესახებ"
რამდენიმე კვირის წინ "კვირის პალიტრამ" ბრუკლინის ციხეში მყოფი ავთანდილ ხურციძის მორიგი ინტერვიუ დაბეჭდა. ექვსი საჩემპიონო ქამრის მფლობელმა ქართველმა მოკრივემ, რომელსაც რუსული დანაშაულებრივი სინდიკატის წევრობის ბრალდებით თავისუფლების 10 წლით აღკვეთა აქვს მისჯილი, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და საქართველოს ხელისუფლების, ასევე ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს უყურადღებობაზე ილაპარაკა. მკითხველებთან ერთად ზემოთ აღნიშნულ ინტერვიუს გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც, რომელმაც ასევე ჩვენი გაზეთის მეშვეობით დააფიქსირა თავისი პოზიცია:

"გვსურს გამოვეხმაუროთ თქვენს გაზეთში ა.წ. 10 ნოემბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუს,
სადაც რესპონდენტი საუბრობს საქართველოს გენერალური საკონსულოს თითქოს მის მიმართ გამოჩენილ უყურადღებობაზე. ამასთან დაკავშირებით, გვსურს გაზეთ "კვირის პალიტრის" მკითხველს მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულო მუდმივ კომუნიკაციაშია პატიმარ ავთანდილ ხურციძესთან. საკონსულოს თანამშრომელსა და ბ-ნ ხურციძეს შორის მისი დაკავების დღიდან ამ დრომდე გაიმართა არაერთი სატელეფონო საუბარი,
მათ შორის ინტერვიუს გამოქვეყნების პერიოდშიც. საკონსულოს მუდმივად აქვს ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ბოლო სატელეფონო საუბრის დროს, რომელიც შედგა ა.წ. 14 ნოემბერს, ბ-ნმა ხურციძემ საკონსულოს თანამშრომელს განუცხადა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია, რომ იგი არ საჭიროებს სამედიცინო მკურნალობას და აქედან გამომდინარე, მისი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის მოთხოვნის საფუძველი აღარ არსებობს. გენერალური საკონსულო კომუნკაციაშია ბ-ნი ხურციძის ადვოკატთანაც", - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის წერილში.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რომელი პრობლემის მოგვარება უნდა იყოს პრიორიტეტული საქართველოს ხელისუფლებისთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რომელი პრობლემის მოგვარება უნდა იყოს პრიორიტეტული საქართველოს ხელისუფლებისთვის?