თბილისში მამაკაცი დაჭრეს - კვირის პალიტრა

თბილისში მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, კრწანისში, მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცს დაზიანებები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" შსს-ში დაუდასტურეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით, 19-108, რაც განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს და 236-ე იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით არის აღძრული.

მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

"ინტერპრესნიუსი"