პანკისში ორ გვარს შორის დაპირისპირების შედეგად ერთი ადამიანია მოკლული, ოთხი კი დაჭრილი - კვირის პალიტრა

პანკისში ორ გვარს შორის დაპირისპირების შედეგად ერთი ადამიანია მოკლული, ოთხი კი დაჭრილი

პანკისის ხეობაში, სოფელ საქობიანეში ორ გვარს შორის დაპირისპირების შედეგად ერთი ადამიანია მოკლული, ოთხი კი დაჭრილი.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ორ გვარს - მუთოშვილებსა და ქავთარაშვილებს შორის დაპირისპირება, სავარაუდოდ, წარსულში არსებულ კონფლიქტს უკავშირდება, კიდევ ერთი ვერსიით კი, ორ ოჯახს შორის კონფლიქტი ჰესის მშენებლობის თაობაზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, დაპირისპირებულებმა ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

"ინტერპრესნიუსი"