ვისი მუთოშვილი ექსპერტიზაზე გურჯაანში გადაასვენეს - რას ამბობენ მოკლულის ნათესავები? - კვირის პალიტრა

ვისი მუთოშვილი ექსპერტიზაზე გურჯაანში გადაასვენეს - რას ამბობენ მოკლულის ნათესავები?

არსებული ინფორმაციით, პანკისში მოკლული ვისი მუთოშვილი ექსპერტიზაზე გურჯაანში გადაასვენეს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ახმეტიდან იუწყება, ამის შესახებ მოკლულის ნათესავები საუბრობენ.

ამასთან, ოთხი დაჭრილიდან ახმეტის საავადმყოფოში ერთი პირი რჩება. კლინიკის დირექტორის ინფორმაციით, ერთი დაჭრილი უკვე გაეწერა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, კიდევ ერთი დაჭრილი თელავის საავადმყოფოშია. ამ დროისთვის უცნობია, თუ სად იმყოფება კიდევ ერთი დაჭრილი.

ცნობისთვის, პანკისის ხეობაში, სოფელ საქობიანეში ორ გვარს შორის დაპირისპირების შედეგად ერთი ადამიანია მოკლული, ოთხი კი დაჭრილი. მოკლულია ვისი მუთოშვილი, დაჭრილები კი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

"ინტერპრესნიუსი"