"პანკისის ხეობაში დაპირისპირება ჰესის გამო არ დაწყებულა" - რას ამბობს პანკისის ხეობაში დაჭრილი მურად ქავთარაშვილის ძმა - კვირის პალიტრა

"პანკისის ხეობაში დაპირისპირება ჰესის გამო არ დაწყებულა" - რას ამბობს პანკისის ხეობაში დაჭრილი მურად ქავთარაშვილის ძმა

პანკისის ხეობაში ქავთარაშვილებსა და მუთოშვილებს შორის დაპირისპირება ჰესის გამო არ დაწყებულა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაპირისპირების შედეგად დაჭრილი მურად ქავთარაშვილის ძმამ, მერაბ ქავთარაშვილმა განუცხადა.

მისივე განმარტებით, აღნიშნული მიზეზი მოგონილია.

"პანკისის ხეობაში დაპირისპირება ჰესის გამო არ დაწყებულა. ჰესი ამ დაპირისპირებასთანა არანაირ შუაშია არაა. დაპირისპირების მიზეზი სხვა რამეა. მუთოშვილებსა და ქავთარაშვილებს შორის შეკამათება 4 თვის წინ დაიწყო, 4 აგვისტოს. ახლა უნდათ, რომ ჰესზე გადაიტანონ ყურადღება, მაგრამ ჰესი არაფერ შუაში არ არის“,-განაცხადა მერაბ ქავთარაშვილმა.

ის დაპირისპირების შედეგად ადამიანის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

შეგახსენებთ, რომ პანკისში მუთოშვილებსა და ქავთარაშვილებს შორის დაპირისპირების შედეგად მისი მუთოშვილი დაიღუპა, ოთხი ადამიანი კი დაიჭრა.

"ინტერპრესნიუსი"