"კაცს დაათრევდნენ ქამრით წინ და უკან"- ლაშა ჩხარტიშვილს 8-დღიანი პატიმრობა შეეფარდა, რას აცხადებს ადვოკატი?
"კაცს დაათრევდნენ ქამრით წინ და უკან"- ლაშა ჩხარტიშვილს 8-დღიანი პატიმრობა შეეფარდა, რას აცხადებს ადვოკატი?
თბილისის საქალაქო სასამართლომ "ლეიბორისტური პარტიის" წევრს, ლაშა ჩხარტიშვილს 8-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. ჩხარტიშვილის ადვოკატის, ია სირანაშვილის განცხადებით, დაცვის მხარე აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მის გასაჩივრებას აპირებს. სირანაშვილის თქმით, ბრალდებულს პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია და პირიქით - მის მიმართ სამართალდამცველებმა ძალადობრივი მეთოდი გამოიყენეს.

“რა თქმა უნდა, არ ვეთანხმებით გადაწყვეტილებას. ვითომდა, ლაშამ წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამაცავ ორგანოებს, მაგრამ ლაშას არ გაუწევია წინააღმდეგობა, პირიქით - სამართალდამცველების მიერ იყო ლაშას მიმართ ძალადობა, კერძოდ ის, რომ
დაწოლილ მდგომარეობაში კაცს დაათრევდნენ ქამრით წინ და უკან. 8 დღე მიუსაჯეს. ჯარიმასაც გავასაჩივრებთ და ამ გადაწყვეტილებასაც”,- განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, თავად ლაშა ჩხარტიშვილი სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა, რადგან წინა სხდომაზე მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა და ჯარიმის სახით 300 ლარი დააკისრა.

შეგახსენებთ, რომ ლაშა ჩხარტიშვილი დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან
გამართულ აქციაზე დააკავეს. მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებიან.

"ინტერპრესნიუსი"



თემო
02 დეკემბერი 2019 10:16
მედეა, შენ ამ პოსტებში ფულს რომ იღებ ეს მოსულა? ლაშა უზნეო არ არის, შენგან განსხვავებით.
მედეა
01 დეკემბერი 2019 12:06
ადვოკატების ნააზრევს რომ გვიყვებით, ბრალის წამდგენლებიც ალაპარაკეთ--როგორ ყველა უდანაშაულოა? აბა აურზაური რატომ არის ქუჩებში? ლაშა ჩხარტიშვილი უზნეო კაცი არ არის, მაგრამ ფულის ასაღებად სხვა გზა ვერ ნახა და რა ქნას! იჯდეს 8 დღე, დაისვენოს მანაც და ჩვენც. ის ცოდნა და ენერგია, რაც მას აქვს, კეთილ საქმეს რომ მოახმაროს, საუკეთესო მეცნიერი იქნებოდა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ მოსამართლეთა შერჩევის პროცესს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ მოსამართლეთა შერჩევის პროცესს?