"პროკურორს ვუსმინე და ერთი ანეკდოტი გამახსენდა..." - კვირის პალიტრა

"პროკურორს ვუსმინე და ერთი ანეკდოტი გამახსენდა..."

"თიბისი ბანკის" ბრალდებული დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი, ზვიად კორძაძე აცხადებს, რომ პროკურატურის მიერ შესავალ სიტყვებში მოყვანილი ფაქტები დასუსტებული ბრალია.

"ბრალდების მხარის შესავალ სიტყვას რომ ვუსმინე, ერთი ანეკდოტი გამახსენდა. ადვოკატს პროცესზე ჩაეძინება, ბრალდების მხარემ ეს რომ დაინახა, მოუმატა და მოუმატა ბრალს. ბრალდებულმა ადვოკატს ჩაარტყა, გაიღვიძე, თორემ დამხვრიტესო", - განაცხადა ზვიად კორძაძემ ბრალდების მხარის შესავალი სიტყვის შემდეგ.

"ფხიზლად ხომ იყავით, ყოველ შემთხვევაში, არავის ჩაურტყამს თქვენთვის", - უპასუხა მოსამართლე გიორგი არევაძემ კორძაძეს, რასთან დაკავშირებითაც, ადვოკატმა მოსამართლეს მიუგო, "ფხიზლად ვიყავი და ამიტომ".

"ინტერპრესნიუსი"