"ორჯერ წყალს მივასხამთ, მაგაზეც გვლანძღავენ, რომ როგორ შეიძლება სიცივეშიო - ახლა ვცდილობთ, წყალი გავათბოთ"
"ორჯერ წყალს მივასხამთ, მაგაზეც გვლანძღავენ, რომ როგორ შეიძლება სიცივეშიო - ახლა ვცდილობთ, წყალი გავათბოთ"
ელემენტარულად, ორჯერ წყალს მივასხამთ, მაგაზეც გვლანძღავენ, რომ როგორ შეიძლება სიცივეში. ახლა ვცდილობთ გავათბოთ წყალი და თბილი წყალი გამოვიყენოთ ხოლმე,- ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მედიას საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას განუცხადა.

მისი თქმით, პოლიცია მაქსიმალურად ცდილობს, ადამიანები არ დაზიანდნენ.

"ძალიან ხშირად ხდება, უმოქმედობაში ვართ. თუ გამოვალთ და ხელკეტსაც არ ვიყენებთ, არც რეზინის ტყვიებს, გაზს და ელემენტარულად, ორჯერ წყალს მივასხამთ, მაგაზეც გვლანძღავენ, რომ როგორ შეძლება სიცივეში. ახლა ვცდილობთ გავათბოთ წყალი
და თბილი წყალი გამოვიყენოთ ხოლმე. ვმოქმედებთ, არ მოსწონთ, არ ვმოქმედებთ, არ მოსწონთ. რთულია, რთულია. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, მნიშვნელობა არ აქვს რომელი მხარე იქნება, რომ ადამიანი არ დაზიანდეს, არ მოხდეს შეხლა-შემოხლა და განვარიდოთ ერთმანეთს", – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

"ინტერპრესნიუსი"

ნუგზარი
04 დეკემბერი 2019 10:31
დიახ, დიახ აუცილებლად თბილი წყალი, საპონი და ჯაგრისი არ დაგავიწყდეთ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები