საქართველოს მოქალაქის მკვლელობაში ბრალდებული რუსი "კილერი" იდენტიფიცირებულია - კვალი, სავარაუდოდ, რუსულ სპეცსამსახურებთან მიდის
საქართველოს მოქალაქის მკვლელობაში ბრალდებული რუსი "კილერი" იდენტიფიცირებულია - კვალი, სავარაუდოდ, რუსულ სპეცსამსახურებთან მიდის
ფოტო:სახის ამომცნობი პროგრამის დახმარებით შეადარეს კრასიკოვისა და ეჭვმიტანილის ფოტოები, დამთხვევა 80%-ზე მეტია
23 აგვისტოს ბერლინის ცენტრში იჩქერიის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი საველე მეთაური ზელიმხან ხანგოშვილი (თორნიკე ქავთარაშვილი) მოკლეს - ველოსიპედით მიმავალმა მკვლელმა მაშინ ესროლა, როცა ის მეჩეთში სალოცავად მიდიოდა. მკვლელმა მიმალვა სცადა, თუმცა პოლიციამ ის მალე დააკავა. ბერლინის პროკურატურის თავდაპირველი მონაცემებით, დანაშაულში ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქე ვადიმ სოკოლოვი იყო, თუმცა იქვე ითქვა, რომ ეს სავარაუდოდ, ფიქტიური გვარ-სახელი იყო და დასადგენი იყო მისი რეალური ვინაობა.

ამ ორიოდე დღის წინ, გერმანულ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ხანგოშვილის დაქირავებული
მკვლელი იდენტიფიცირებულია. გამოცემა SPIEGEL-ისა და მისი პარტნიორების: Bellingcat, The Dossier Centre და The Insider-ის მოკვლევის თანახმად, საქმე ეხება 54 წლის რუსეთის მოქალაქეს ვადიმ კრასიკოვს.
ზელიმხან ხანგოშვილი
სახის ამომცნობი პროგრამის დახმარებით, შეადარეს კრასიკოვისა და ეჭვმიტანილის ფოტოები, რომელიც ამჟამად წინასწარი დაკავების საკანშია. სახეების შედარების შედეგად დამთხვევა 80%-ზე მეტია.

კრასიკოვმა
აგვისტოს ბოლოს ვადიმ სოკოლოვის სახელით გადაკვეთა ევროკავშირის საზღვრები. 23 აგვისტოს მან ბერლინში მოკლა ქართველი ზელიმხან ხანგოშვილი, რის შემდეგაც მალევე იქნა აყვანილი დანაშაულის ადგილთან ახლოს. ხანგოშვილი იყო ჩეჩნეთის ყოფილი მებრძოლი და დიდხანს მუშაობდა საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ. ბოლოს მან თავშესაფარი მოითხოვა გერმანიაში.

SPIEGEL-მა და მისმა პარტნიორებმა სულ ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს, რომ კრასიკოვმა ყალბი პასპორტით გადმოკვეთა საზღვრები, კერძოდ:
- მისი პასპორტი სახელით სოკოლოვი რუსულ მონაცემთა ბაზაში არა არის შეტანილი.
- მისი სახელი არ ფიქსირდება რუსეთის საზღვრების გადაკვეთისას, მიუხედავად იმისა, რომ ის რუსეთში ჩადენილი მკვლელობის შემდეგ რუსეთიდან პარიზში გაფრინდა.
- მას არ აქვს მართვის მოწმობა.
- შენგენის სავიზო განაცხადში მის მიერ მითითებული მისამართი მცდარია.
- მის მიერ მითითებული დამსაქმებლისთვის მისი ვინაობა უცნობია.

შემდგომი მოკვლევების თანახმად, მისი საბუთები რუსულ მონაცემთა ბაზაში დაბლოკილი და გასაიდუმლოებული იყო.

კრასიკოვის ვინაობის დადგენისას გერმანელმა გამომძიებლებმა კიდევ სხვა გარემოებები აღმოაჩინეს. ის იძებნებოდა საერთაშორისოდ 2014 წლიდან, თუმცა ბოლოს ძებნა ოფიციალურად შეწყვეტილი იყო (ანუ ძებნის ბრძანება მოიხსნა). კრასიკოვი ეჭვმიტანილი იყო 2013 წელს რუსი ბიზნესმენის მკვლელობაში. ვიდეოგადაღებები ამტკიცებს, რომ მკვლელი მსხვერპლს მაშინაც, ისევე როგორც ხანგოშვილის შემთხვევაში, ველოსიპედით მიუახლოვდა, ზურგსა და თავში ესროლა და ასევე ველოსიპედით დატოვა დანაშაულის ადგილი.

კრასიკოვის ერთწლიანი საერთაშორისო ძებნის შემდეგ მოსკოვმა რატომღაც მისი დაკავების ბრძანება უკან წაიღო და ძებნაც შეწყდა. მალევე გაიცა ახალი პასპორტი სოკოლოვის სახელით. გამომძიებლები ამას შემდეგნაირად აფასებენ: რუსეთი ბერლინში მომხდარ მკვლელობაში ჩართული უნდა ყოფილიყო.

უცნობია, საქმის განსაკუთრებულობის გამო პირადად გადაიბარებს თუ არა გამოძიებას გერმანიის მთავარი პროკურორი. გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. წყარო


მოამზადა თამარ ზაზაძემ

23 აგვისტოს ბერლინის ცენტრში იჩქერიის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლისაველე მეთაური ზელიმხან ხანგოშვილი (თორნიკე ქავთარაშვილი) მოკლეს - ველოსიპედით მიმავალმა მკვლელმა მაშინ ესროლა, როცა ის მეჩეთში სალოცავად მიდიოდა. მკვლელმა მიმალვა სცადა, თუმცა პოლიციამ ის მალე დააკავა. ბერლინის პროკურატურის მონაცემებით, დანაშაულში ეჭვმიტანილია რუსეთის მოქალაქე ვადიმ სოკოლოვი.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები