"ეს ყველაფერი შელაპარაკებას მოჰყვა" - რას აცხადებს პოლიციელი, რომელმაც სამართალდამცავს ესროლა
"ეს ყველაფერი შელაპარაკებას მოჰყვა" - რას აცხადებს პოლიციელი, რომელმაც სამართალდამცავს ესროლა
პოლიციელი, რომელმაც წალენჯიხაში სამართალდამცავს ესროლა, აცხადებს, რომ კოლეგასთან შელაპარაკება მოუვიდა, თუმცა მისი მკვლელობის განზრახვა არ ჰქონია

წალენჯიხაში სამართალდამცავების, მამუკა ქარდავას მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიციელი ბესიკ ფიფია აცხადებს, რომ გასროლა შელაპარაკებას მოჰყვა, თუმცა, მკვლელობის მცდელობას არ აღიარებს, ის დუმილის უფლებას იყენებს. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ ფიფიას ადვოკატმა ბაჩუკი ყურაშვილმა განუცხადა.

როგორც ყურაშვილი განმარტავს, სამართალდამცავებს შორის შელაპარაკებას რამდენიმე თვითმხილველი ჰყავს, მათ შორის პოლიციელები, რომლებიც საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებმა უკვე დაკითხეს. ადვოკატის განცხადებით, პოლიციელი
იმავე საღამოს, გენინსპექციის ჩასვლის შემდეგ დააკავეს.

"ბესიკ ფიფია ამბობს, რომ ეს ყველაფერი შელაპარაკებას მოჰყვა. შელაპარაკების რამე განსაკუთრებულ მიზეზს ის არ ასახელებს. მანამდე კონფლიქტი არ ჰქონიათ, თანამშრომლები არიან, ზოგჯერ ერთადაც უწევდათ მორიგეობა. ბრალდების ფორმულირებას, რომ ბესიკ ფიფიას მამუკა ქარდავას მოკვლა უნდოდა, არ ეთანხმება. ბრალი განზრახ მკვლელობის
მცდელობის მუხლით წაუყენეს. ის დუმილის უფლებას იყენებს. ინფორმაცია, რომ კონფლიქტში სხვებიც მონაწილეობდნენ, არ გვაქვს. სხვები უბრალოდ იქ იყვნენ, თორემ ამ ფაქტში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს.

როგორც ვიცი, ბესიკი იმ დღეს არ მუშაობდა, მეორე პოლიცილი კი სავარაუდოდ, მუშაობდა. ჯერ საქმის მასალები არ გადმოუციათ, შესაბამისად, დეტალებს არ ვიცნობ. ჩაცხრილული ავტომობილი დაზარალებულს არ ეკუთვნის, ის სხვა პირისაა.

შემთხვევის შედეგად დაშავებული არავინაა, სხეულის დაზიანება არავის მიუღია.

ფიფია ნასვამ მდგომარეობაში არ იმყოფებოდა. იმ დღეს ექიმთან ყოფილა, რაღაც პროცედურა ჩაუტარდა, როგორც ვიცი, ანესთეზიაც გაუკეთეს“, - განაცხადა ყურაშვილმა.

ბესიკ ქარდავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე პროკურატურა სავარაუდოდ, სასამართლოს დღეს მიმართავს. როგორც ყურაშვილი აცხადებს, ის სასამართლოში შუამდგომლობას დააყენებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე არ გამოიყენონ, ან ალტერნატივის სახით გირაოს შესთავაზებს.

შეგახსენებთ, რომ წალენჯიხაში პოლიციელებს შორის დაპირისპირება, რა დროსაც ერთ-ერთმა კოლეგა სამართალდამცავს ესროლა, გუშინწინ მოხდა. ის იმავე დღეს დააკავეს. სამართალდამცველების გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19.108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"
ჰოპლა
05 დეკემბერი 2019 18:19
პოლიციაც კი ერთმანეთს ქუჩურად უპირისპირდება.ეს მოიტანა "ქართული ოცნების" კრიმინალურმა მართველობამ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რომელი პრობლემის მოგვარება უნდა იყოს პრიორიტეტული საქართველოს ხელისუფლებისთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რომელი პრობლემის მოგვარება უნდა იყოს პრიორიტეტული საქართველოს ხელისუფლებისთვის?