არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების უკანონოდ დამზადების საქმეზე კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორის მოზარდი გოგონების მშობლები - კვირის პალიტრა

არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების უკანონოდ დამზადების საქმეზე კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორის მოზარდი გოგონების მშობლები

არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების უკანონოდ დამზადების საქმეზე კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან გორის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები, რამდენიმე მათგანი კი, არასრულწლოვანი გოგონების მშობლები არიან.

აღსანიშნავია, რომ 17:00 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი დაინიშნა, რომელზეც განცხადება სწორედ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გაკეთდება.

შეგახსენებთ, რომ არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით შსს-მ სექტემბერში 11 პირი დააკავა, მათ შორის უცხოეთის 2 მოქალაქე და გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები არასრულწლოვნების მშობლები და ოჯახთან დაახლოები პირები.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 143 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღებას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"