ქედის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს
ქედის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს
ქედის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ტარიელ თურმანიძე ქრთამის აღების ბრალდებით ანტიკორუფციული სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს,- ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დაკავებულის ადვოკატმა ზაზა პაპიძემ განუცხადა.

ადვოკატის ინფორმაციით, მისთვის საქმის მასალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა საუბარია ათასი ლარის ოდენობით ქრთამის აღებაზე.

ავოკატი ზაზა პაპიძე ამბობს, რომ ტარიელ თურმანიძე ბათუმში საკუთარი ავტომობილით გადაადგილების დროს დააკავეს.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისათვის ბრალდებული თბილისში გადაჰყავთ, შესაბამისად სასამართლო პროცესი თბილისში გაიმართება. დაკავებულს ბრალს ოფიციალურად 48 საათში წარუდგენენ.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რომელი პრობლემის მოგვარება უნდა იყოს პრიორიტეტული საქართველოს ხელისუფლებისთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რომელი პრობლემის მოგვარება უნდა იყოს პრიორიტეტული საქართველოს ხელისუფლებისთვის?