მძარცველებმა ცოლ-ქმარი გაკოჭეს და აწამეს - დანაშაული გერმანიაში, რომლისთვისაც დაკავებულ ქართველს მეორედ გაასამართლებენ
06-12-2019
მძარცველებმა ცოლ-ქმარი გაკოჭეს და აწამეს - დანაშაული გერმანიაში, რომლისთვისაც დაკავებულ ქართველს მეორედ გაასამართლებენ
30 წლის ქართველი მამაკაცი, რომელსაც გერმანიაში 2018 წლის აგვისტოში 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ისევ განსასჯელთა სკამზე აღმოჩნდა. ამის შესახებ გერმანული გამოცემა stimme.de წერს. ცნობილია, რომ ქართველი, რამდენიმე თანამზრახველთან ერთად, 2017 წლის ნოემბერში ძარცვის მიზნით პენსიონერი ცოლ-ქმრის ბინაში შეიჭრა, როდესაც მოხუცებს ეძინათ. მძარცველებმა ცოლ-ქმარი გაკოჭეს, სცემეს, აწამეს და სიკვდილით დაემუქრნენ, თუ ძვირფასეულობასა და ფულს არ მისცემდნენ.

როგორც გამოცემა წერს, სისასტიკეს ვერც 90 წლის ქალბატონი გადაურჩა, რომელიც სპეციალურ მოვლას საჭიროებდა და
იმავე ბინაში ცხოვრობდა. მძარცველებმა მას ჟესტით ანიშნეს, რომ თითს მოაჭრიდნენ, თუ საქორწინო ბეჭედს არ მისცემდა. ასევე მოხუც ცოლ-ქმარსაც ჟესტით ანიშნეს, რომ ყელს გამოსჭრიდნენ, თუ ძვირფასეულობასა და ფულს არ მისცემდნენ. საბოლოოდ ნაძარცვი ძვირფასეულობისა და ფულის ჯამმა 37 000 ევრო შეადგინა.

ბრალდებულის დანაშაულში მოსამართლეებს ეჭვი არ შეჰპარვიათ,
რადგან მტკიცებულებები ცხადი იყო, მაგალითად, დნმ-ის კვალი ერთ-ერთი დაზარალებულის საღამურზე. მიუხედავად ამისა უზენაესმა სასამართლომ სასამართლო პროცესის თავიდან დაწყება მოითხოვა და მიზეზად განაჩენის ბუდნოვანი ფორმულირება დაასახელა. თავმჯდომარე მოსამართლე მარტინ ლიბიში ამბობს, რომ პირველი ინსტანციის მოსამართლეებს წერილობით განაჩენში დნმ-ის დასკვნა უფრო დაწვრილებით უნდა აღეწერათ. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სასამართლო პროცესი ფორმალური შეცდომის გამო ხელმეორედ იწყება. მსგავსი შემთხვევა იყო ლოვენშტაინშიც 2018 წელს, როდესაც სასამართლომ მამაკაცი ცოლის მკვლელობისთვის გაასამართლა.

პენსიონერი ცოლ-ქმარი დღემდე ტრავმირებულია
სასამართლო პროცესის თავიდან დაწყება რთულია ჰაილბრონის სასამართლოსთვის, რომელიც მუდმივად კადრების სიმცირეს განიცდის. ცნობილია, რომ 30 წლის ქართველი მამაკაცი სასამართლოზე ახლაც დუმს, როგორც 2018 წლის პროცესზე.

პენსიონერი წყვილისთვის ეს თავდასხმა დღემდე დიდი ტრავმაა. ისინი ისევ იტანჯებიან უძილობითა და შიშით. პროცესის თავიდან დაწყების გამო ისინიც ხელახლა უნდა გამოცხადდნენ სასამართლოს წინაშე როგორც მოწმეები, რაც ორივესთვის ხელახალი ტრავმაა - აცხადებს წყვილის ადვოკატი ტანია ჰაბერცეტლ-პრახი.

დამნაშავის აყვანა შემთხვევითობა იყო
პოლიციამ ქართველი მამაკაცი 2017 წლის დეკემბერში ვალდსჰუტთან (ქალაქი ბადენ-ვურტემბერგში, შვეიცარიის საზღვრებთან) ახლოს დააკავა. მას აღმოუჩინეს ხელსაწყოები, რომლებითაც საკეტების გატეხვა იყო შესაძლებელი. ასვეე მისი მანქანის ნავიგაციაში დამახსოვრებული იყო ჰაილბრონელი ცოლ-ქმრის სახლის მისამართი. პროკურატურის თანახმად, 30 წლის ქართველი დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრია. ცნობილია, რომ ეს დაჯგუფება დაახლოებით 100 კაცისგან შედგება, ძირითადად ქართველებისგან და მაფიოზური კლანის მსგავსი სტრუქტურა აქვთ. დაპატიმრების შემთხვევაში ისინი გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ. წყარო

მოამზადა თამარ ზაზაძე

გიოგიო
11 დეკემბერი 2019 15:57
ციცეებს-გიორგებს-ეს "ვაჟკაცები"წლების განმავლობაში აქ საქართველოში "აწიოკებდნენ"საქართველოს მოსახლეობას,მე რე დადგა"პირსისხლიანი 9 წელ"ი, ამ "ვაჟკაცებმა"არ ისურვეს ორთაჭალაში ციხეში ნახევარი ცხოვრების გატარება და გადაი ნაცვლეს უცხოეთში ეხლა იქ(შვეიცარია,საფრანგეთი,გერმანია)დაიწყეს" მოღვაწეობა"საქართველოს შერცხვენა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ისინი ყველაზე დაუცველ- მოხუცებს პენსიონერებს ქალებს აწიოკებენ-და ამ გზით ნაშოვნი ფულით- ცხოვრობენ! პ.ს.როგორ მოკწონთ ციციებო გიორგებო?!რომ არა კანონისა,რომელიც ასეთი რაღაცეების გამო აქ ჩვენთან უმკაცრესად ( კანონიერი ქურდი)ისჯება ეს "ჯეელები"-თქვენ ჩვენ დაგვერეოდნენ ზუსტად ისე,როგორც-შვედებს-გერმანელე ბს.....
ჟანა დარკი.
07 დეკემბერი 2019 21:28
სახეზე რა აქვს ამ კაცს აფარებული.
ddddd
06 დეკემბერი 2019 18:06
ეგ ნაგავი ვის რად უნდა.

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, რომელი პრობლემის მოგვარება უნდა იყოს პრიორიტეტული საქართველოს ხელისუფლებისთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რომელი პრობლემის მოგვარება უნდა იყოს პრიორიტეტული საქართველოს ხელისუფლებისთვის?