ჩხოროწყუში პოლიციელი, რომელსაც ახალგაზრდა მამაკაცი გაუპატიურებაში ადანაშაულებს, დააკავეს - კვირის პალიტრა

ჩხოროწყუში პოლიციელი, რომელსაც ახალგაზრდა მამაკაცი გაუპატიურებაში ადანაშაულებს, დააკავეს

პოლიციის თანამშრომელი, რომელსაც 34 წლის მამაკაცი გაუპატიურებაში ადანაშაულებს, დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" პროკურატურაში განუცხადეს, პოლიციელი გუშინ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე აიყვანეს.

მათივე ცნობით, პოლიციელს ბრალს კანონით გათვალისწინებულ ვადებში წარუდგენენ.

ფაქტი ჩხოროწყუში მოხდა.