"ქართული ფილმი მახსენდება - ა ბატონო, ჩემი ნამუსიო, ულვაშს რომ მოიწიწკნის და დაუტოვებს" - საქართველომ რუსეთს ძმები გლუშკოვები გადასცა - კვირის პალიტრა

"ქართული ფილმი მახსენდება - ა ბატონო, ჩემი ნამუსიო, ულვაშს რომ მოიწიწკნის და დაუტოვებს" - საქართველომ რუსეთს ძმები გლუშკოვები გადასცა

რუსეთის პროკურატურის მიერ ძებნილი რუსი ძმები გლუშკოვები საქართველომ რუსეთის ფედერაციას გადასცა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბრალდებულების ადვოკატმა, ლალი აფციაურმა განუცხადა, ძმები პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდნენ, თუმცა, სამივე ინსტანციის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გლუშკოვების ექსტრადირება უნდა მომხდარიყო.

ადვოკატის ინფორმაციით, მასალებში, რომელიც რუსეთის ფედერაციიდან გადმოიგზავნა, ჩანდა, რომ საქმე „შეკერილი და გამოგონილი“ იყო. გარდა ამისა, ლალი აფციაური აღნიშნავს, რომ მასალები ქართულმა სასამართლომ დაგვიანებით მიიღო.

„სამწუხაროდ, ჩვენმა საერთო სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს არაფერი. რუსეთის ციხეში რომ უმძიმესი მდგომარეობაა, ამას საუბრობენ საერთაშორისო ორგანიზაციები, არაერთი დასკვნა დევს ამაზე, თუ როგორ აწამებენ და ქრებიან პატიმრები, მით უმეტეს, როცა პოლიტიკური ნიშნით არიან ციხეში. ამ საქმეში კი გამოკვეთილი ინტერესია, ჩვენ ეს ყველაფერი გვაძლევდა იმის თქმის საფუძველს რომ იყო პოლიტიკური ნიშნით დევნა და ამ ადამიანების გადაცემის შემთხვევაში, ისინი შესაძლებელია, დაქვემდებარებოდნენ წამებას და არაადამიანურ მოპყრობას, უფრო მეტიც, მათ სიცოცხლეს დამუქრებოდა საფრთხე.

ვნახოთ, რა იქნება ახლა, წესი ასეთია - გადამცემი სახელმწიფო მიმღები სახელმწიფოსგან იღებს გარანტიებს, რომ არ დაექვემდებარება წამებას, მაგრამ რუსეთის ფედერაციის საქართველოსთვის მოცემული რომელი გარანტია, რომელი დადებული ხელშეკრულება იქნა შესრულებული, რომ ეს გარანტია აღსრულდეს? მით უმეტეს ისეთ ფონზე, როცა არ გაქვს მონიტორინგის საშუალება.

როგორც წესი, გადამცემი ქვეყანა ვალდებულია აწარმოოს მონიტორინგი და როგორ უნდა შეამოწმოს, როცა დიპლმატიური ურთიერთობა არ გვაქვს. ვენდეთ სიტყვაზე. ქართული ფილმი მახსენდება - ა ბატონო, ჩემი ნამუსიო, ულვაშს რომ მოიწიწკნის და დაუტოვებს. ნამუსზე ვენდეთ რუსეთს. როგორია? - აცხადებს ადვოკატი „ინტერპრესნიუსთან“.

რუსეთში ალექსანდრე და ვლადიმერ გლუშკოვებს თაღლითობასა და კორუფციაში ადანაშაულებენ. ისინი საქართველოში 2018 წლის აგვისტოში დააკავეს.რუსეთის პროკურატურის მიერ ძებნილი რუსი ძმები გლუშკოვები საქართველომ რუსეთის ფედერაციას გადასცა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბრალდებულების ადვოკატმა, ლალი აფციაურმა განუცხადა, ძმები პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდნენ, თუმცა, სამივე ინსტანციის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გლუშკოვების ექსტრადირება უნდა მომხდარიყო.

ადვოკატის ინფორმაციით, მასალებში, რომელიც რუსეთის ფედერაციიდან გადმოიგზავნა, ჩანდა, რომ საქმე „შეკერილი და გამოგონილი“ იყო. გარდა ამისა, ლალი აფციაური აღნიშნავს, რომ მასალები ქართულმა სასამართლომ დაგვიანებით მიიღო.

„სამწუხაროდ, ჩვენმა საერთო სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს არაფერი. რუსეთის ციხეში რომ უმძიმესი მდგომარეობაა, ამას საუბრობენ საერთაშორისო ორგანიზაციები, არაერთი დასკვნა დევს ამაზე, თუ როგორ აწამებენ და ქრებიან პატიმრები, მით უმეტეს, როცა პოლიტიკური ნიშნით არიან ციხეში. ამ საქმეში კი გამოკვეთილი ინტერესია, ჩვენ ეს ყველაფერი გვაძლევდა იმის თქმის საფუძველს რომ იყო პოლიტიკური ნიშნით დევნა და ამ ადამიანების გადაცემის შემთხვევაში, ისინი შესაძლებელია, დაქვემდებარებოდნენ წამებას და არაადამიანურ მოპყრობას, უფრო მეტიც, მათ სიცოცხლეს დამუქრებოდა საფრთხე.

ვნახოთ, რა იქნება ახლა, წესი ასეთია - გადამცემი სახელმწიფო მიმღები სახელმწიფოსგან იღებს გარანტიებს, რომ არ დაექვემდებარება წამებას, მაგრამ რუსეთის ფედერაციის საქართველოსთვის მოცემული რომელი გარანტია, რომელი დადებული ხელშეკრულება იქნა შესრულებული, რომ ეს გარანტია აღსრულდეს? მით უმეტეს ისეთ ფონზე, როცა არ გაქვს მონიტორინგის საშუალება.

როგორც წესი, გადამცემი ქვეყანა ვალდებულია აწარმოოს მონიტორინგი და როგორ უნდა შეამოწმოს, როცა დიპლმატიური ურთიერთობა არ გვაქვს. ვენდეთ სიტყვაზე. ქართული ფილმი მახსენდება - ა ბატონო, ჩემი ნამუსიო, ულვაშს რომ მოიწიწკნის და დაუტოვებს. ნამუსზე ვენდეთ რუსეთს. როგორია? - აცხადებს ადვოკატი „ინტერპრესნიუსთან“.

რუსეთში ალექსანდრე და ვლადიმერ გლუშკოვებს თაღლითობასა და კორუფციაში ადანაშაულებენ. ისინი საქართველოში 2018 წლის აგვისტოში დააკავეს.

"ინტერპრესნიუსი"