"არიან სასულიერო პირები, რომლებიც მას თავდებში უდგებიან" - რას ამბობს დაკავებული ბერის ადვოკატი? - კვირის პალიტრა

"არიან სასულიერო პირები, რომლებიც მას თავდებში უდგებიან" - რას ამბობს დაკავებული ბერის ადვოკატი?

ზუგდიდის რაიონული სასამართლო ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ბერის აღკვეთის ღონისძიებაზე დღეს იმსჯელებს. როგორც ჟურნალისტებს ბრალდებულის ადვოკატმა, ჯიტა გულუამ განუცხადა, მას ექნება შუამდგომლობა იმის შესახებ, რომ ბრალდებულის მიმართ სასამართლომ არ გამოიყენოს პატიმრობა. მისი ინფორმაციით, ბერს თავდებში სხვადასხვა ეპარქიის სასულიერო პირები დაუდგებიან.

"ძალიან ბევრია ისეთი კეთილსინდისიერი ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ ეს ბერი არის მისაბაძი თავისი წარსულით. ისიც ადამიანია, ყველას დაუდგება განსაცდელის ჟამი და ამ ჟამს ჩვენ ვართ მის გვერდითო. არიან სასულიერო პირები, რომლებიც მას თავდებში უდგებიან", - აცხადებს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის ორი ადამიანი, მათ შორის, ერთი ბერი დააკავეს.

"ინტერპრესნიუსი"