აბაშიძეზე, ღამის კლუბში ორი ახალგაზრდის დაჭრის საქმეზე ერთი პირი დააკავეს
აბაშიძეზე, ღამის კლუბში ორი ახალგაზრდის დაჭრის საქმეზე ერთი პირი დააკავეს
აბაშიძის ქუჩაზე, ღამის კლუბში მომხდარი დაპირისპირებისას ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიული ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად შუადღისას დააკავეს.

ცნობისთვის, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება წუხელ, აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში დაიწყო. აღნიშნულის შედეგად ორი ახალგაზრდა დაშავდა, მათ ჭრილობა ცივი იარაღით აქვთ მიყენებული.

დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მესამე მიმდინარეობს,
რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, იცავენ თუ არა დღეს მოქლაქეები კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, იცავენ თუ არა დღეს მოქლაქეები კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებულ რეკომენდაციებს?
თვის კითხვადი სტატიები