"ყველა ერთდროულად მაგინებდა და მირტყამდა, ამას ასე არ დავტოვებ…" - მსოფლიო ჩემპიონი ლაშა ბექაური სამართალდამცველებს ცემაში ადანაშაულებს
"ყველა ერთდროულად მაგინებდა და მირტყამდა, ამას ასე არ დავტოვებ…" - მსოფლიო ჩემპიონი ლაშა ბექაური სამართალდამცველებს ცემაში ადანაშაულებს
ძიუდოისტი, მსოფლიო ჩემპიონი ლაშა ბექაური სამართალდამცველებს ცემაში ადანაშაულებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ბექაურმა სოციალურ ქსელში დაწერა. როგორც სპორტსმენი ამბობს, შემთხვევა გუშინ საღამოს მარჯანიშვილის ქუჩაზე მოხდა. ბექაურის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციას უთხრა თავისი ვინაობის შესახებ, შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს.

" ...ყველა ერთდროულად მაგინებდა და მირტყამდა ...ხვალ მე შეჯიბრზე წავალ და ვეცდები კიდევ ერთხელ ჩემი სამშობლო და ის ხალხიმ რომელსაც ეკუთვნის და მართლაც ქართველი ჰქვია ის გავახარო….და ამას ესე არ დავტოვებ…"

როგორც ბექაური
ამბობს, პოლიციელებთან შელაპარაკება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის მოთხოვნას მოჰყვა. მისივე ინფორმაციით, ის სპორტდარბაზიდან მოდიოდა და პირადობის მოწმობა თან არ ჰქონდა. ბექაურის თქმით, პოლიციელებმა პირველი შეურაცხყოფა მანქანაში ჩასმისთანავე მიაყენეს, ხოლო ცემა სადგურის მოედანზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში გაგრძელდა.



bejani
09 დეკემბერი 2019 07:13
სასწრაფოდ უნდა ჩამოშორდნენ საქმიანობას და პასუხისგებაში მიეცნენ ყველა პოლიციელი, რომელიც ლაშას ცემაში მონაწილეობდნენ.ლაშა საქართველოს იმედი და მომავალია!

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ მოსამართლეთა შერჩევის პროცესს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ მოსამართლეთა შერჩევის პროცესს?