უკვე დალუქეს 1 ტონამდე საქონლის ვადაგასული ხორცი, რომელიც ხვალ, აჭარის ბაღებში უნდა შეეტანათ - შსს-მ გამოძიება დაიწყო
უკვე დალუქეს 1 ტონამდე საქონლის ვადაგასული ხორცი, რომელიც ხვალ, აჭარის ბაღებში უნდა შეეტანათ - შსს-მ გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოზურგეთის პილიციის სამმართველომ, სურსათის ევროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველს მიერ ოზურგეთში, სოფელ დვაბზუში მიერ აღმოჩენილ ვადაგასულ ხორცზე გამოძიება დაიწყო. (იხილეთ)

სისხლის სამართლის საქმე სსკ 198-ე მუხლითაა აღძრული, რაც ადამიანის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის დამზადებას, შემოტანას ან რეალიზაციას გულისხმობს.

პოლიციამ უკვე დალუქა 1 ტონამდე საქონლის ხორცი, რომელიც, ხვალ, აჭარის ბაღებში უნდა შესულიყო.

შეგახსენებეთ, სააგენტოს რეგიონული სამმართველოს უფროსის, მანანა ერქომაიშვილის თქმით, ფართობი, სადაც ხდებოდა ხორცის დამუშავება შპს "სოფოს"
ეკუთვნის. როგორც სამმართველოს წარმომადგენელმა გვითხრა, ეს შპს ამარაგებს აჭარისა და ოზურგეთის საბავშვო ბაღებს.

ნატო გოგელია (სპეციალურად საიტისთვის)



lali
10 დეკემბერი 2019 22:09
ასეთ ხორცს რომ ყიდი,მითუმეტეს ბავშვებმა უნდა მიიღონ,ეს ხომ პირდაპირ მკვლელობაა? თავიანთ შვილებს აჭმევენ ასეთ რამეს?

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები