სოფელ დირბში სიძის მკვლელობის ბრალდებით ცოლის ძმა დააკავეს - კვირის პალიტრა

სოფელ დირბში სიძის მკვლელობის ბრალდებით ცოლის ძმა დააკავეს

სოფელ დირბში მომხდარი მკვლელობა გახსნილია. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, სიძის მკვლელობის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისი ცოლის ძმა დააკავა.

დაკავებული 1996 წელს დაბადებული პირია, რომელსაც უწყება განზრახ მკვლელობას ედავება.

არსებული ინფორმაციით, სიძე ცოლის ძმამ ცულით მოკლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრალდებულის დაკავებას ადასტურებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებაში განუცხადეს, საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში 22 წლის ახალგაზრდა 6 დეკემბერს მოკლეს. მკვლელობის მიზეზად ურთიერთშელაპარაკება სახელდება.

იხილეთ ასევე: "ბაჩანას მამისთვის უთქვამს, სასწრაფო გამოიძახეთ, მგონი, ვალერი მოვკალიო"