მოსკოვში მოკლული საქართველოს მოქალაქე მამუკა დარჩია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილეთიდან იყო.როგორც ამავე სოფლის რწმუნებულმა,ზურაბ დარჩიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, გარდაცვლილი დედ-მამასთან ერთად მოსკოვში 30 წელია ცხოვრობს და რა ვითარებაში მოკლეს, მისთვის უცნობია.რწმუნებულის თქმით, მამუკა დარჩიას გადმოსვენების და გარდაცვალების დეტალების გარკვევას მეზობლები ელოდებიან."მამუკა დარჩია დედ-მამასთან ერთად მოსკოვში 30 წელია ცხოვრობს. სოფელში მხოლოდ მოხუცი ბებია ჰყავს. ის 40 წლამდე იყო. სოფელში გარდაცვალების სხვადასხვა ინფორმაცია გავრცელდა. ერთ-ერთი ვერსიით, საქართველოს მოქალაქე მოსკოვში ერთ-ერთ ქუჩაზე შენობასთან სავარაუდოდ, ცივი იარაღით მოკლული იპოვეს.მოსკოვში რას საქმიანობდა, არ ვიცი. ცოლ-შვილი არ ჰყავს.ველოდებით საქართველოში გადმოსვენებას და გვაინტერესებს, რატომ მოკლეს ჩვენი თანასოფლელი, სიმართლე ყველას გვაინტერესებს.გარდაცვალების ამბავი გუშინ საღამოს შევიტყვეთ, თუმცა შემთხვევა ზუსტად როდის მოხდა, არ ვიცით", - განაცხადა სოფელ ბაილეთის რწმუნებულმა ზურაბ დარჩიამ."ინტერპრესნიუსი"