მიხეილ კალანდიას ადვოკატმა ზაზა სარალიძის წინააღმდეგ პროკურატურას საჩივრით მიმართა
მიხეილ კალანდიას ადვოკატმა ზაზა სარალიძის წინააღმდეგ პროკურატურას საჩივრით მიმართა
ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მიხეილ კალანდიას ადვოკატმა ზურაბ თოდუამ ზაზა სარალიძის წინააღმდეგ გენერალურ პროკურატურას საჩივრით მიმართა.

როგორც ადვოკატმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, საჩივარი მუქარის, ასევე დაცვის უფლების განხორციელებისთვის ხელის შეშლის თაობაზე შეიტანა. ზურაბ თოდუა პროკურატურისგან რეაგირებას ითხოვს.

"გუშინ შევიტანე გენერალურ პროკურატურაში ზაზა სარალიძის წინააღმდეგ საჩივარი მუქარის და დაცვის უფლების განხორციელებისათვის ხელის შეშლის თაობაზე. ასევე მოვითხოვე სათანადო რეაგირება პროკურატურისგან, რამეთუ ეს ადამიანი ავრცელებს ინფორმაციას, რომ თითქოს ვახორციელებ ზეწოლას
მოწმეებზე და ამის გამო ეს მოწმეები ვერ ჰყვებიან სასამართლოზე ბრალდების სასარგებლოდ ინფორმაციას. საჩივრის შეტანიდან დაახლოებით საათნახევარში თავად ზაზა სარალიძემაც შეიტანა საჩივარი შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომ მოწმეებზე თურმე კალანდიას ახლობლები სასამართლო დარბაზში შესვლამდე ახორციელებენ ზეწოლას და ამიტომ , მოწმეები ვერ ლაპარაკობენ ბრალდების სასარგებლო ინფორმაციას. მე საფუძველი
მაქვს იმის გამო, რომ მან დაწერა სოციალურ ქსელში საკმაოდ მუქარის შემცველი ტექსტი ჩემს შესახებ. გარდა ამისა , იმ ბოლო პროცესზე, რომელიც იყო 6 დეკემბერს, სასამართლოში შესვლამდე ეზოში კიდევ ერთხელ გამაფრთხილა, ასევე სასამართლო დარბაზში კიდევ ერთხელ გამაფრთხილა, რომ მე ჭკვიანად უნდა ვიყო და ის ბოლო გაფრთხილება იყო 6 დეკემბერს, როდესაც ეზოში მომიახლოვდა და განმიცხადა ამის შესახებ. ეს არ არის ცივილური ურთიერთობა, მე მესმის მისი მდგომაროება, რომ მძიმე მდგომარებაშია, გასაგებად ვეკიდები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისი მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე უდანაშაულო ადამიანები გასამართლდნენ ციხეებში, ახალგაზრდა ბავშვები. მე მინდა, რომ ჭეშმარიტება დავადგინო, დავადგენ კიდეც, მაგრამ მას ეტყობა არ უნდა სხვა სიმართლე იმ სიმართლის გარდა, რაც მას „გამოუძია გამომძიებელმა კუპრავამ", - განაცხადა ადვოკატმა.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
20-01-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
20-01-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, რომელი პრობლემის მოგვარება უნდა იყოს პრიორიტეტული საქართველოს ხელისუფლებისთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რომელი პრობლემის მოგვარება უნდა იყოს პრიორიტეტული საქართველოს ხელისუფლებისთვის?
დღის კითხვადი სტატიები