"ევროპული საქართველოს" წევრების გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილზე თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთ სამინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, უგულავა, გაბაშვილი და ინციდენტში მონაწილე კიდევ ორი პირი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში იმყოფებიან.შსს-ს ცნობით, ჯერჯერობით დაკავებული არავინაა და საქმეზე მოკვლევა მიმდინარეობს.ცნობისთვის, გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილს თავს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაესხნენ."ინტერპრესნიუსი"