"ხვდებოდა, რომ დაღუპვის პირას იყო... რას ვიფიქრებდი, თუ ასეთი სიბერე მექნებოდაო" - კვირის პალიტრა

"ხვდებოდა, რომ დაღუპვის პირას იყო... რას ვიფიქრებდი, თუ ასეთი სიბერე მექნებოდაო"

ლუდომანი ქალის წერილი შვილებს...

უკონტროლო ბიზნესში ჩათრეულ მოქალაქეთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, იზრდება მათი რიცხვიც, ვინც ლუდომანიით იტანჯება და სიცოცხლეს სუიციდით ასრულებს. ტრაგედია, რომელზეც ასეთი მსხვერპლის ოჯახის წევრი გვიამბობს, ათასობით ადამიანის სათქმელს ასახავს. მას შემდეგ, რაც ყველაფერი გაყიდა, ყველა დანაზოგი გამოლია, 62 წლის ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ლუდომანის ტრაგედიაზე მისი და, რუსუდანი გვიამბობს:

- თბილისთან ახლოს მშობლების სახლი გვქონდა, მე და ჩემმა დამ, ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა ბავშვობა იქ გავატარეთ. ნანამ

გაარემონტა და მის სახელზე იყო გაფორმებული. ჰოდა, ითამაშა და გაუყიდია, მაგრამ ეტყობა, ახალი მეპატრონისთვის გასაღები არ ჰქონდა გადაცემული. იქ დაასრულა სიცოცხლე, იქ იპოვეს შვილებმა...

წლების განმავლობაში თამაშობდა. თავიდან კაზინოში, მას შემდეგ, რაც ჯანმრთელობა შეერყა და გარეთ ვერ გადიოდა, ონლაინკაზინოში დაიწყო თამაში, ნერვული სისტემა მოშლილი ჰქონდა, დაძაბულ სიტუაციებში წონასწორობას კარგავდა, სუნთქვა უხშირდებოდა. ფრჩხილები დასისხლიანებამდე ჰქონდა დაჭმული და მუდმივად ხელთათმანები ეკეთა. სახსრები სტკიოდა და დიდხანს ერთ ადგილას ჯდომა არ შეეძლო. თუ საძილე წამალს არ მიიღებდა, თითქმის არ ეძინა. მოსიარულე გიჟი იყო. უამრავ დამამშვიდებელს სვამდა, ფსიქოლოგებთან, ასტროლოგებთან, ეზოტერიკოსებთან დადიოდა...

უკვე ხვდებოდა, რომ დაღუპვის პირას იყო. თუმცა მანამდე აწყვეტილი თამაშობდა და თუ ვინმე რამეს ეტყოდა, ყველას ერჩოდა - არ ვსვამ, არ ვგრიალებ, სიგარეტი და თამაშია ჩემი გასართობიო...

რამდენიმე თვის წინ, მოულოდნელად მესტუმრა, ნამტირალევი იყო. ქმარს რომ დაშორდა, მაშინაც არ მინახავს მის თვალებზე ცრემლები. არადა, ჩემი და 15 წლის იყო, სიძე კი 18-ის, რომ გაიპარნენ და მთელი ცხოვრება უყვარდა ქმარი. გაგრძელება