ცინცაძის ქუჩაზე სპეცოპერაცია დასრულდა. სპეცოპერაციის დროს სავარაუდოდ, დაკავებულია ორი პირი.თვითმხილველების ინფორმაციით, "BMW"-ს მარკის ავტომობილი გადაადგილების დროს გააჩერეს, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა მაქანა გაჩხრიკეს. სპეცოპერაციის შედეგად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ფული - დოლარის და ლარის კუპიურები.როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ცინცაძის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ."ინტერპრესნიუსი"