ცინცაძის ქუჩაზე სპეცოპერაცია დასრულდა - კვირის პალიტრა

ცინცაძის ქუჩაზე სპეცოპერაცია დასრულდა

ცინცაძის ქუჩაზე სპეცოპერაცია დასრულდა. სპეცოპერაციის დროს სავარაუდოდ, დაკავებულია ორი პირი.

თვითმხილველების ინფორმაციით, "BMW"-ს მარკის ავტომობილი გადაადგილების დროს გააჩერეს, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა მაქანა გაჩხრიკეს. სპეცოპერაციის შედეგად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ფული - დოლარის და ლარის კუპიურები.

როგორც "ინტერპრესნიუსს"  შსს-ში განუცხადეს, ცინცაძის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

"ინტერპრესნიუსი"