"ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ, ყოველივეს ვიღონებ, რათა ღირსვმსახურებდე სიმართლესა და სამართლიანობას" - მოსამართლეებმა ფიცი დადეს
"ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ, ყოველივეს ვიღონებ, რათა ღირსვმსახურებდე სიმართლესა და სამართლიანობას" - მოსამართლეებმა ფიცი დადეს
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფიცი დადეს. პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლე დაამტკიცა, თუმცა ფიცი მხოლოდ ხუთმა მათგანმა დადო, ვინაიდან დანარჩენი ცხრა უკვე მოქმედი მოსამართლეა და მათ მოსამართლის ფიცი აქამდე ჰქონდათ დადებული.

საქართველოს კონსტიტუციაზე ფიცი დადეს ლალი ფაფიაშვილმა, შალვა თადუმაძემ, მამუკა ვასაძემ, ქეთევან ცინცაძემ და ალექსანდრე წულაძემ.

"ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ, ყოველივეს ვიღონებ, რათა ღირსვმსახურებდე სიმართლესა და სამართლიანობას, ერთგულად ვიცავდე ადამიანის უფლებებს, საქართველოს კონსტიტუციასა და კანონებს, განვსჯიდე უანგაროდ,
ცოდნითა და რწმენით, ვიყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი. პირნათლად ვასრულებდე მოსამართლის მაღალ დანიშნულებას,"- ფიცი დადეს მოსამართლეებმა.


"ინტერპრესნიუსი"
ჰოპლა
12 დეკემბერი 2019 19:43
რომელი ღვთის?რომელიც არ გწამთ?რომელი ერის?რომელიც 41 ვერცხლში გაცვალეთ?ხანი გაივლისო,ჭირი დადივლისო უთქვამთ წინაპრებს,ამიტომ ამათაც მოვინელებთ მალე.

რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები