მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბეტონის ჯებირს დაეჯახა - ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბეტონის ჯებირს დაეჯახა - ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა, რომელიც გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ბეტონის ჯებირს დაეჯახა, მანამდე კი ორ ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. შედეგად ერთი ახალგაზრდა ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

დაშავებული მძღოლი კი კლინიკა "რუსთავშია" გადაყვანილი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

"ინტერპრესნიუსი"