მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბეტონის ჯებირს დაეჯახა - ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
12-12-2019
მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბეტონის ჯებირს დაეჯახა - ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა, რომელიც გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ბეტონის ჯებირს დაეჯახა, მანამდე კი ორ ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. შედეგად ერთი ახალგაზრდა ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

დაშავებული მძღოლი კი კლინიკა "რუსთავშია" გადაყვანილი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლოატაციის წესის
დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები