მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესზე დღეს სამ მოწმეს დაკითხავენ - კვირის პალიტრა

მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესზე დღეს სამ მოწმეს დაკითხავენ

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი მოწმეთა დაკითხვით მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების 3 მოწმეს დაკითხავენ. აღნიშნული პირები კონფლიქტის მონაწილეები არიან.

ცნობისთვის, მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

"ინტერპრესნიუსი"