გიგა ბოკერიას სასამართლოში დაკითხვა დასრულდა - კვირის პალიტრა

გიგა ბოკერიას სასამართლოში დაკითხვა დასრულდა

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას სასამართლოში დაკითხვა დასრულდა. ბოკერია მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით ერთ საათზე მეტ ხანს იკითხებოდა.

პროკურატურის ინფორმაციით, გიგა ბოკერიას დაკითხვა წინა ხელისუფლების დროს უშიშროების საბჭოს მიერ თანხის არამიზნობრივ ხარჯვას უკავშირდება.

საქმის პროკურორის, ბექა კვიციანის განმარტებით, გიგა ბოკერიასთვის დამატებითი კითხვების დასმა ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გახდა საჭირო.

"ინტერპრესნიუსი"