"აუცილებელი არ იყო სიკვდილი დამდგარიყო" - რას აცხადებს გარდაცვლილი 15 წლის მოზარდის ოჯახის ადვოკატი გამომძიებლის დაკავებაზე? - კვირის პალიტრა

"აუცილებელი არ იყო სიკვდილი დამდგარიყო" - რას აცხადებს გარდაცვლილი 15 წლის მოზარდის ოჯახის ადვოკატი გამომძიებლის დაკავებაზე?

აუცილებელი არ იყო სიკვდილი დამდგარიყო. მეეჭვება, რომ ყველა საგამოძიებო მოქმედება ბოლო 20 წუთში ჩატარებულიყო, - ასე გამოეხმაურა "ინტერპრესნიუსთან" გარდაცვლილი 15 წლის ლუკა სირაძის ოჯახის ინტერესების დამცველი რეზი აჭარაძე გამომძიებლის დაკავებას.

გამომძიებლის დაკავების შესახებ სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც აჭარაძე აცხადებს, სახელმწიფო ინსპექტორს ორი არჩევანი ჰქონდა, "ყოფილიყო ისეთი ორგანო, როგორიც პროკურატურაა, ან დამნაშავე დაეკავებინათ".

ამასთან, ადვოკატი აცხადებს, რომ გამოძიებას ყველა საჭირო ინფორმაცია მიაწოდა, ასევე გამოიკითხნენ მშობლებიც და მათ სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა მიიღეს.

რეზი აჭარაძე აცხადებს, რომ ბოლო 3-4 წლის განმავლობაში, არც ერთი პოლიციელი პასუხისგებაში არ მიცემულა, სახელმწიფო ინსპექტორი კი იმისთვის შეიქმნა, რომ სიტუაცია გამოსწორდეს.

"ინტერპრესნიუსი"