15 წლის ლუკა სირაძის საქმის გამომძიებელს, მარიანა ჩოლოიანს ბრალს დღეს წაუყენებენ - კვირის პალიტრა

15 წლის ლუკა სირაძის საქმის გამომძიებელს, მარიანა ჩოლოიანს ბრალს დღეს წაუყენებენ

15 წლის ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე დაკავებულ გამომძიებელს, მარიანა ჩოლოიანს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ.

ჩოლოიანის მიმართ აღკვეთის ღონოსძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.

როგორც დაკავებული გამომძიებლის ადვოკატი, თეონა გვაზავა აცხადებს, ჩოლოიანის მიმართ წარმოებულ სისხლისამართლებრივ დევნას არ ეთანხმება. გვაზავას თქმითვე, აღნიშნულ საქმეში არათუ მხოლოდ გამომძიებლის, არამედ არცერთი პოლიციელის მხრიდან დანაშაულებრივ ქმედებას არ ჰქონია ადგილი და არც არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულა იძულების მუქარა.

შეგახსენებთ, რომ 15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

იხილეთ ასევე: "მეუბნებოდნენ, ჩოლოიანი ქვეყნიდან წასულიაო, თურმე ისევ გამომძიებლად მუშაობდა" - რას ჰყვება ლუკა სირაძის საქმის გამომძიებელზე ყოფილი პოლიტპატიმარი?