ქართველ კრიმინალურ ავტორიტეტს, კახა შუშანაშვილს საფრანგეთის სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა - კვირის პალიტრა

ქართველ კრიმინალურ ავტორიტეტს, კახა შუშანაშვილს საფრანგეთის სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა

ქართველ კრიმინალურ ავტორიტეტს, კახა შუშანაშვილს ("კახა რუსთავსკი") საფრანგეთის სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

სასამართლომ შუშანაშვილი შეკვეთილ მკვლელობაში სცნო დამნაშავედ, რომლის დროსაც კიდევ ერთი კრიმინალური ავტორიტეტი, ვლადიმერ ჯანაშია დაიღუპა.

კახა შუშანაშვილს კრიმინალურ საქმიანობაში ადანაშაულებენ ესპანეთშიც. 2016 წელს, მას ესპანეთის სასამართლომ 20 წლით და 11 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

შუშანაშვილი ამჯერად მარსელის ციხეში იმყოფება. მასთან ერთად კიდევ სამი ქართველი გაასამართლეს, რომელთაგან ორს ექვსი და შვიდი წლით პატიმრობა მიესაჯა, ხოლო მესამე პირობითი სასჯელით სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს.

მედია კახა შუშანაშვილის ძმაზე, ლაშა შუშანაშვილზეც წერს. მათი ცნობით, ლაშა შუშანაშვილი, რომელიც ევროპაში "ქართული მაფიის" ლიდერად მიიჩნევა, საბერძნეთის ციხეში იხდის სასჯელს.

იხილეთ ასევე: "კანონიერ ქურდს" თავის დახსნა 800 000 ევრო დაუჯდა, რა ელის ამჯერად? - სალონიკში ლაშა შუშანაშვილი დააკავეს