შსს-მ საჯარო სკოლაში მე-11 კლასის მოსწავლის ცემასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო - კვირის პალიტრა

შსს-მ საჯარო სკოლაში მე-11 კლასის მოსწავლის ცემასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის 77-ე საჯარო სკოლაში მე-11 კლასის მოსწავლის ცემასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცავ უწყებაში შეტყობინება სკოლის მანდატურისგან შევიდა.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"