საზარელი ავარია ქობულეთი-ოზურგეთის გზაზე - გარდაცვლილია ოთხი ადამიანი, მათ შორის არასრულწლოვანი - კვირის პალიტრა

საზარელი ავარია ქობულეთი-ოზურგეთის გზაზე - გარდაცვლილია ოთხი ადამიანი, მათ შორის არასრულწლოვანი

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ერთი მცირეწლოვანი და ახალგაზრდა მამაკაცი ქობულეთის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ერთ-ერთი ბავშვია დაღუპულთა შორისაც.

როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა, ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.

ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთი-ოზურგეთის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

"ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი მამაკაცი, ერთი ქალი და 1 არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 1 ბავშვი ხელოვნურ სუნთქვაზეა ქობულეთის საავადმყოფოში. დაშავებული ბავშვი მოქალაქემ გადაიყვანა საავადმყოფოში", - განაცხადა აჭარის ა/რ ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.