პროკურატურა facebook-ის განცხადებაზე, რომელიც ასობით გვერდის წაშლას უკავშირდება, გამოძიების დაწყებას არ აპირებს - კვირის პალიტრა

პროკურატურა facebook-ის განცხადებაზე, რომელიც ასობით გვერდის წაშლას უკავშირდება, გამოძიების დაწყებას არ აპირებს

პროკურატურა facebook-ის განცხადებაზე, რომელიც ასობით გვერდის წაშლას უკავშირდება, გამოძიების დაწყებას არ აპირებს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს.

შეგახსენებთ, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გაავრცელა განცხადება, რომ facebook-ის განცხადება რეაგირებას საჭიროებს.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ წაშლილი ჯგუფებისა და მომხმარებლების უკან მდგომი პირების ქმედებებში, შესაძლოა, რამდენიმე დანაშაულის ნიშანი იკვეთებოდეს, შესაბამისად, გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს.

"ინტერპრესნიუსი"