მტირალას პარკთან ავტომანქანა ხევში გადავარდა - დაღუპულია 5 ადამიანი - კვირის პალიტრა

მტირალას პარკთან ავტომანქანა ხევში გადავარდა - დაღუპულია 5 ადამიანი

მტირალას ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ავტომობილი ხევში გადავარდა. დაღუპულია მანქანაში მსხდომი ყველა ადამიანი.

მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილთა ცხედრები ხევიდან უკვე ამოყვანილია და მიმდინარეობს მათი იდენტიფიცირება.