დაღუპულები თანაკლასელები იყვნენ - ახალი დეტალები მტირალას პარკთან მომხდარ საზარელ ავარიაზე, რომელსაც 5 მოზარდი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

დაღუპულები თანაკლასელები იყვნენ - ახალი დეტალები მტირალას პარკთან მომხდარ საზარელ ავარიაზე, რომელსაც 5 მოზარდი ემსხვერპლა

მტირალას ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მანქანის ხევში გადავარდნის შედეგად დაღუპულები თანაკლასელები იყვნენ.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, გარდაცვლილები 17 წლის მოზარდები არიან, რომლებიც ერთ კლასში სწავლობდნენ.

ამასთან, როგორც სააგენტოსთვის გახდა ცნობილი, ახალგაზრდები სარფში ცხოვრობდნენ.

მტირალას პარკთან ავტომანქანა ხევში დღეს გადავარდა. დაიღუპა 5 ადამიანი.

გარდაცვლილთა ცხედრები ხევიდან უკვე ამოყვანილია.

იხილეთ ასევე: "მანქანიდან ერთი მოსწავლის ჩანთა გადმოვარდნილა, რვეულზე ეწერა მისი გვარ-სახელი" - საზარელ ავარიას შეწირული ხუთი მოზარდი

"ინტერპრესნიუსი"