შსს-მ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა - კვირის პალიტრა

შსს-მ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობისა და ქურდობის ბრალდებით 1999 წელს დაბადებული ზ. დ. დააკავეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტორდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში, საცხოვრებელ სახლში, 1941 წელს დაბადებული ი. ხ. გაგუდა, ხოლო ამავე საცხოვრებელი სახლის ეზოდან ავტომობილი მოიპარა. მოგვიანებით აღნიშნული ავტომობილი მიატოვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

"ინტერპრესნიუსი"