"არ უნდათ, რომ პასუხი იყოს გაცემული"- რას აცხადებს გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე მისი ადვოკატი? - კვირის პალიტრა

"არ უნდათ, რომ პასუხი იყოს გაცემული"- რას აცხადებს გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე მისი ადვოკატი?

ეს არ არის პოლიტიკური ნება, ეს არის პირადი მიზანი გარკვეულწილად, როგორც საერო, ისე სასულიერო პირებში,- ამის შესახებ მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა "ინტერპრესნიუსთან" დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

რამიშვილის თქმით, მოლოდინი აქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დეკანოზს არ შეიწყალებს.

"მე მოლოდინი მაქვს, რომ არ შეიწყალებს, იმიტომ რომ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ორჯერ უარყო ჩვენი მოთხოვნა, მიუხედავად იმისა, რომ შეწყალების კომისიამ დეტალურად იცოდა, რომ უდანაშაულოა, მიიღო კულუარული ინფორმაცია, რომ ეს მოთხოვნა იყო საპატრიარქოში მყოფი გარკვეული პირების და იგივე განმეორდა სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებითაც. ერთხელ უარი თქვა და მეორეჯერ, ახლა არის გადამისამართება, საპატრიარქოდან ამბობენ საჯაროდ, რომ მათ მოიხადეს თავიანთი ვალი და არც დაინტერესებულან საერთოდ, რა შედეგი მოყვა და რომ გაიგეს, რომ არ არის შეწყალებული, ჩვენ რა შუაში ვართო.

კითხვაზე, მამალაძის არშეწყალება იქნება თუ არა გარკვეულწილად ეკლესიის წინააღმდეგ წასვლა, რამიშვილი აცხადებს, რომ "ზუსტად ასეა".

"კი არ ვფიქრობ, ზუსტად ასეა. ადამიანი, რომელიც უდანაშაულოდაა მსჯავრდებული, კითხვები ექნება საზოგადოებას ხო?! შესაბამისად, არ უნდათ, რომ პასუხი იყოს გაცემული. ამიტომ ხდება ეს ყველაფერი. რეკომენდაციაც იყო სიცრუე იმ თვალსაზრისით, რომ არავინ არ დაინტერესებულა, რა ბედი ეწია მათ გადაწყვეტილებას. ახლა იძახიან, რომ ყველა დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას. ეს არ არის პოლიტიკური ნება, ეს არის პირადი მიზანი გარკვეულწილად, როგორც საერო, ისე სასულიერო პირებში",- განაცხადა რამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბერს, სინოდის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, საქართველოს პრეზიდენტთან შეწყალების თაობაზე შუამდგომლობა გაეწიოს.

დეკანოზ მამალაძეს 2017 წლის 5 სექტემბერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

"ინტერპრესნიუსი"