სასამართლომ დეიდის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი პატიმრობაში დატოვა - კვირის პალიტრა

სასამართლომ დეიდის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი პატიმრობაში დატოვა

თელავის რაიონულმა სასამართლომ, წნორში მომხდარი განზრახ მკვლელობის საქმეზე აღკვეთი ღონისძიების თაობაზე იმსჯელა. მოსამართლე მარინე ცერცვაძემ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა და 26 წლის ილია გურაშვილი პატიმრობაში დატოვა.

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ, ბრალდებულის მდგომარეობაზე ისაუბრა.

ადვოკატ გია ფარადაშვილის განმარტებით ,მისი დაცვის ქვეშ მყოფი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, რაც გასათვალისწინებელია.

ცნობისთვის, ილია გურაშვილს გამოძიება ანგარებით, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას ედავება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალგაზრდამ საკუთარი დეიდა, 50 წლის ირინა ხაილოვა თავში შეშის ნაჭრის ჩარტყმით მოკლა. მისი სახლიდან კი ფული და ძვირფასი ნივთები წაიღო. გამოძიება 109- მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 16 დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 26 თებერვალს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

"ინტერპრესნიუსი"