"დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩვენთან შესახვედრად საკაცით ჩამოჰყავთ - მისი მკურნალობისთვის მიზანმიმართულად არაფერს აკეთებენ" - კვირის პალიტრა

"დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩვენთან შესახვედრად საკაცით ჩამოჰყავთ - მისი მკურნალობისთვის მიზანმიმართულად არაფერს აკეთებენ"

დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლაც კრიტიკულია. ნაომარი, ხეიბარი ვეტერანები რომ არიან, ასეთ მდგომარეობაშია, - ამის შესახებ მამა გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი ინფორმაციით, დეკანოზს გადაადგილება არ შეუძლია და მასთან შესახვედრად საკაცით ჩამოჰყავთ.

"დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლაც კრიტიკულია. ნაომარი, ხეიბარი ვეტერანები რომ არიან, ასეთ მდგომარეობაშია. მარჯვენა ხელ-ფეხი აქვს უმოქმედო და ფორმაც კი დაკარგული აქვს. მარცხენა და მარჯვენა მხარე ერთმანეთისგან განსხვავდება. გადაადგილება უჭირს და საკაცით ჩამოჰყავთ. არც ჯდომა შეუძლია. წოლით მდგომარეობაშია. ყველანაირი პირობა აქვს შექმნილი, რომ სამედიცინო დახმარება არ მიიღოს, კომუნიკაცია ვერ დაამყაროს, ვისთანაც უნდა. გესტაპოს პერიოდში შექმნილი პირობები საქართველოში 21-ე საუკუნეშიც მოქმედებს...

მას მიზანმიმართულად უტარდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან შეუსაბამო მკურნალობა. თითქმის არაფერს აკეთებენ. იმ პროცედურებსა და გარემოს, რაც დეკანოზს სჭირდება, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ვერ იღებს. მათ არ გააჩნიათ არც მედიკამენტები და არც სპეციალისტები, რაც დეკანოზს სჭირდება," - განაცხადა რამიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"