"გარდაცვლილის არც ერთი თვალის დაკარგვა არ დასტურდება" - რას აცხადებს მურად წურწუმიას საქმის პროკურორი - კვირის პალიტრა

"გარდაცვლილის არც ერთი თვალის დაკარგვა არ დასტურდება" - რას აცხადებს მურად წურწუმიას საქმის პროკურორი

მურად წურწუმიას საქმის გამოძიების ფარგლებში, ექსპერტმა, ოჯახის თანდასწრებით, გარდაცვლილის გვამი ხელმეორედ დაათვალიერა. პროკურორ დავით გუმბერიძის თქმით, გარდაცვლილის არც ერთი თვალის დაკარგვა არ დასტურდება.

“დედას ჰქონდა კითხვები კონკრეტულად თვალთან დაკავშირებით და საჯაროდ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ წამების შედეგად თვალი არ აქვს გარდაცვლილს. ჩვენ გვქონდა სამედიცინო დოკუმენტაცია, ასევე ექიმების ჩვენებები და რა თქმა უნდა შემოწმებული იყო გარდაცვლილი. შესაბამისად, მოვედით იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ დაზარალებულმა ნახოს, დარწმუნდეს და კითხვის ნიშნები არ დარჩეს როგორც გამოძიებასთან, ასევე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით“,-განაცხადა პროკურორმა. მისი თქმით, გამოძიება მაქსიმალურად ცდილობს გაითვალისწინოს მურად წურწუმიას ოჯახის ყველა შეკითხვა და საქმეზე დაადგინოს ჭეშმარიტება.

"ინტერპრესნიუსი"