24 წლის მურად წურწუმიას საქმეზე დაკავებულ მეორე პირს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს - კვირის პალიტრა

24 წლის მურად წურწუმიას საქმეზე დაკავებულ მეორე პირს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

24 წლის მურად წურწუმიას საქმეზე დაკავებულ მეორე პირს ვახტანგ ბურძენაძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს.

ბურძენაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლი მეექვსე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) და სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი პრიმას ბ ქვეპუნქტით (ძალადობა ჯგუფურად) წარედგინა.

პროკურატურა სასამართლოს სავარაუდოდ, დღესვე მიმართავს.

იხილეთ ასევე: "ზურა ამბობს, მანქანა გამტაცეს, თან დედა მაგინეს, რომელიც 2 თვის გარდაცვლილი მყავს და ვეღარ მოვითმინეო, თავიც დაიღუპა და მეც დამღუპაო"