ვარკეთილში, "ანას ბაღთან" აქციაზე დაპირისპირების შედეგად, სავარაუდოდ, კიდევ 4 პირი დააკავეს - კვირის პალიტრა

ვარკეთილში, "ანას ბაღთან" აქციაზე დაპირისპირების შედეგად, სავარაუდოდ, კიდევ 4 პირი დააკავეს

ვარკეთილში, "ანას ბაღთან" აქციაზე დაპირისპირების შედეგად, სავარაუდოდ, კიდევ 4 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას, "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება.

სამართალდამცველებმა ოთხივე პირი ავტომობილებში ჩასვეს და ტერიტორიიდან გაარიდეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს“" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ინფორმაციას ამოწმებენ.

შეგახსენებთ, ამავე აქციაზე დღეს 6 პირი დააკავეს. თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის, კახა ბუხრაძის განცხადებით, 4 მათგანი თბილისის საქალაქო სასამართლოში, 2 მათგანი კი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტშია გადაყვანილი.

"ისინი 173-ე და 166-ე მუხლებით არიან დაკავებულნი, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს",-განაცხადა კახა ბუხრაძემ.

ცნობისთვის, მოსახლეობის მოთხოვნაა, ვარკეთილში, ზემო პლატოს 21-ე და 22-ე კორპუსების მიმდებარედ 10- სართულიანი კორპუსი არ აშენდეს და ისევ გამწვანება დარჩეს.

"ინტერპრესნიუსი"