რას აცხადებს სასულიერო პირი, რომელსაც ყოფილი მეუღლე ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარაში ადანაშაულებს - კვირის პალიტრა

რას აცხადებს სასულიერო პირი, რომელსაც ყოფილი მეუღლე ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარაში ადანაშაულებს

სასულიერო პირი, ლაშა ჩიქოვანი, რომელსაც ყოფილი მეუღლე ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარაში ადანაშაულებს, აცხადებს, რომ თავს დამნაშავედ არ სცნობს. აღნიშნულის შესახებ მან სასამართლო პროცესზე განაცხადა.

ბრალდების მხარის განმარტებით, ლაშა ჩიქოვანმა 2019 წლის 15 ნოემბერს, ნინო ჩიქოვანს სატელეფონო საუბრისას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, კერძოდ კი, განუცხადა რომ მას და მის შვილს ერთმანეთს დააკლავდა. ამასთან, პროკურორის განმარტებით, 2020 წლის 3 იანვარს, სატელეფონო მიმოწერისას, ლაშა ჩიქოვანი ყოფილ მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, კერძოდ კი, ყოფილ მეუღლეს მისწერა, რომ მას ბეისბოლოს ჯოხით გაუტეხავდა თავს.

პროკურატურა სასულიერო პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს 3000-ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვს.

"ინტერპრესნიუსი"