"ბარცბა ქართველების წინააღმდეგ წავიდა და აფხაზ პოლიტიკოსებს კოჭი გაუგორა" - აფხაზეთში "ქურდული ომები" გრძელდება
"ბარცბა ქართველების წინააღმდეგ წავიდა და აფხაზ პოლიტიკოსებს კოჭი გაუგორა" - აფხაზეთში "ქურდული ომები" გრძელდება
ფოტო:რაულ ბარცბა, ნიკო დგებუაძე
ერთხანს პაუზის შემდეგ აფხაზეთის ე.წ. კანონიერ ქურდს, რაულ ბარცბას, იმავე "პიზას" გავლენის სფერო ერთბაშად შეეკვეცა... გასული წლის 22 ნოემბერს სოხუმის ცენტრში მისი ორი მთავარი საყრდენი - ალხაზ ავიძბა და ასტამურ შამბა მოკლეს და ბარცბა, რომელსაც აფხაზეთის ხელმძღვანელობაც უწევდა ანგარიშს, პოლიტიკურ კლანებშიც ჰყავდა მომხრეები და ადგილობრივ ბიზნესს აკონტროლებდა, რეგიონის კრიმინალურ სამყაროში მარტო აღმოჩნდა.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ახალი­ წლის დღეებში ოკუპირებულ აფხაზეთს მისი დაუძინებელი მტერი, ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი ნიკო დგებუაძე - იგივე­
ნიკო გაგრინსკი
სტუმრობდა. მას დედა აფხაზი ჰყავს და ბიძამისი ქალაქში ცნობილი ქირურგია. ნიკო რამდენიმე წლის წინაც იყო მშობლიურ ქალაქში მეგობრებთან ერთად, თუმცა ბარცბას კლანის იერიშს სასწაულებრივად გადაურჩა­ - ორმხრივი­ სროლისას ისინი მძიმედ დაიჭრნენ და აფხაზეთიდან რეანიმობილებით წაიყვანეს.

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ახლა ბარცბას მხოლოდ ჩრდილოკავკასიელი კრიმინალების
იმედი თუღა აქვს, რომელთაც ქართულ კლანთან მაინცდამაინც კარგი ურთიერთობა არასდროს ჰქონიათ.

სოხუმში კრიმინალური ავტორიტეტების­ მკვლელობის საქმე ჯერ არ გაუხსნიათ, თუმცა სამართალდამცავებმა დააკავეს ორი ეჭვმიტანილი, მათ შორის - ერთ-ერთი 1990 წელს მოქვში დაბადებული, რომელიც მოსახლეობის ინფორმაციით, ქართველია.

აფხაზების თქმით, ბოლო ხანებში ბარცბას დუმილი­ და უმოქმედობა მიანიშნებს, რომ რეგიონში სადავეებს ქართული კლანი­ იღებს, რომე­ლთაც აფხაზეთში საყრდენი ყოველთვის ჰყავდათ.

"ბარცბას დიდი შეცდომა იყო მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების ეთნიკური ნიშნით დაყოფა. ის ქართველების წინააღმდეგ წავიდა და აფხაზ პოლიტიკოსებს კოჭი გაუგორა, მათ კი კრიმინალს "მწვანე შუქი აუნთეს" და მასთან კონსულტაციის გარეშე­ მთავარ პროკურორსაც კი არ ნიშნავდ­ნენ, რომ აღარაფერი ვთქვათ გალის რაიონის­ ბიზნესზე. - ბარცბა წყვეტდა, რამდენი უნდა წასულიყო მათ ჯიბეებში და რამდენი - ბიუჯეტში", - წერენ აფხაზები.

"ფარფალია ძალებს იკრებს..."


წლების განმავლობაში გალის ბიზნესს იქაური ე.წ. კანონიერი ქურდი, "კახა გალსკი", იგივე კახაბერ ფარფალია აკონტროლებდა, რომელიც მთელი რუსეთის "ობშჩიაკის" კურატორი იყო და არც "რეგიონულ ფილიალზე" ამბობდა უარს. კრიმინალების მხრიდან ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით აფხაზეთის ინფრასტრუქტურის განვითარებაში, მაგალითად, გზების მშენებლობაში ჩადებული ფული არავის უკვირს. ეს რეგიონში წლების განმავლობაში დამკვიდრებული ტრადიცია და, როგორც აფხაზები ხუმრობენ, "ურთიერთჰარმონიის წინა პირობაა". ამიტომ თხილის ბიზნესის წილში ჩართული "კახა გალსკის" სახელს იქ რამდენიმე საბავშვო ბაღის, სკოლისა და ცენტრალური გზის შეკეთებაც უკავშირდება... შესაბამისად, მას მოსახლეობა და მაღალჩინოსნები დიდ პატივს სცემდნენ, რაც, ცოტა არ იყოს, შურდა ამბიციურ ბარცბას, რომელსაც არ უნდოდა, თავისივე რეგიონში გავლენით მეორე ყოფილიყო. ამიტომ გადაწყვიტა, გუდაუთის კლანი მოეძლიერებინა და აფხაზების თქმით, პოზიციების გამყარება "მოძველბიჭო ელემენტებით" დაიწყო.

იმ პერიოდში გალის რაიონის თხილის ბიზნესს "კახა გალსკისთან" ერთად მისი აღმზრდელი ბიძა, ასევე კრიმინალური ავტორიტეტი ჩირო შონია აკონტროლებდა. სწორედ მან ურჩია "კახა გალსკის", ბარცბას კლანთან სისხლიან შეტაკებას მორიდებოდა და შესაფერის მომენტს დალოდებოდა.­ მაშინ ეს დათმობა ბევრს გაუკვირდა, რადგან რამდენიმე წლის წინ "გალსკიმ" ასევე ქართველ კრიმინალთან, გიორგი უგლავასთან, იმავე "ტახისთან" ერთად ბიზნესგავლ­ენისთვის მოსკოვში დაუნდობელი ბრძოლა­ გამოუცხადა ჩეჩნურ კლანს, რომელსაც ახალგაზრდა ჩეჩენი "ადლანი" ხელმძღვანელობდა. დაპირისპირება­ მოსკოვის რესტორანში მოხდა, სადაც ორივე ქართველს ფიზიკურად გაუსწორდნენ, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ "ადლანის" მანქანას­ გზა გადაუჭრეს და უცხო პირებმა მას ბეისბოლის ჯოხებით სასიკვდილოდ სცემეს. "ადლანი" რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. "ქართული კლანის მორიგი რაუნდი, რომელიც გამარჯვებით დასრულდა..." - წერდა მაშინ რუსული გამოცემა "ლენტარუ".

ცხადია, კახა გალსკისთვის კარგად იყო ცნობილი, რომ ბარცბა გაგრელ კრიმინალს, ეთნიკურად ქართველ ნიკო დგებუაძეს უპირისპირდებოდა, რომლის უკან სისასტიკით ცნობილი დმანისელი აზერბაიჯანელი ნადირ სალიფოვი, იგივე "გული" იდგა, რომელიც მუქარას აასრულებდა.
"შენ აუცილებლად დაისჯები!" - შეუთვალა სალიფოვმა ბარცბას, რაც სიკვდილს ნიშნავს", - წერდა მაშინ Росбалт-ი.

აფხაზი კრიმინალების მკვლელობის შემდეგ მათი ნათესავების პროტესტის ფონზე­ თანამდებობა დატოვა აფხაზეთის ე.წ. შს მინისტრმა. პარადოქსული იყო, რომ აფხაზეთში ჩავიდა ალხაზ ავიძბას ნათესავი, დონბასში რუსი სეპარატისტების მხარეს მებრძოლი, ინტერნაციონალური დაჯგუფება­ Пятнашка-ს ლიდერი ახრა ავიძბა, რომელიც აფხაზეთში "დონბასის გმირისა" და "კავკასიელი მოხალისეს" სახელით არის ცნობილი.

მან ადგილობრივ ტელევიზიებს მისცა ინტერვიუ, რომელშიც შს ყოფილი მინისტრი გარი არშბა და მისი მოადგილე ყაზბეგ კიშმახოვი მკვლელობის თანამონაწილეებად დაასახ­ელა. "აღმოსავლეთ უკრაინაში ომია და ერთი პისტოლეტით დავდივარ, აქ კი, ჩემს მიწაზე, კბილებამდე შეიარაღებულმა უნდა ვიარო, რადგან აქ უფრო საშიში ვითარებაა - აქ ერთმანეთს დღისით-მზისით ხოცავენ..." - ამბობდა ის.
"რა სურს მერაბ ჯანგველაძეს..."

გუდაუთელ ავტორიტეტებზე კახა გალ­სკის შურისძიების გარდა, რეგიონში აქტუ­ალობა­ არ დაუკარგავს სოხუმური კლანის მეთაურს, მერაბ ჯანგველაძეს და არ არის გამორიცხული, რომ სოხუმის ქუჩებში­ მკვლელობა სწორედ მათი დაპირისპირების შედეგია. აფხაზეთში უკონტროლო ბიზნესისადმი ინტერესი მის კლანსაც ჰქონდა, მით უფრო, რომ მას კრიმინალურ სამყაროში დღემდე ჰყავს მხარდამჭერები. ბარცბას წარმომადგენლების, ავიძბასა და შამბას ამბიციები ყოველდღიურად იზრდებოდა­ - ისინი "აფხაზეთის ბიუჯეტში" რუსული ეკონომიკური დახმარების საინვესტიციო­ პროგრამიდან წამოსულ თანხებზეც აცხადებდნენ პრეტენზიას, რადგან "რომ არა რეგიონში მათ მიერ დამკვიდრებული მშვიდობა, ვერაფერი მოხდებოდა".­ ცნობილია, რომ ისინი პროცენტს იღებდნენ რიწის ნაკ­რძალიდან, ტბის გარშემო არსებული ბიზნესიდან, ახალი ათონის მღვიმიდან...

კიდევ ერთი - ავიძბა და შამბა აფხაზეთის, ე.წ. პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას ძმისშვილს, ასევე კრიმინალურ ავტორიტეტ ქემალ არძინბას ნარკოტიკების ბიზნესის წილს სთხოვდნენ.­ ცნობილია, რომ ნარკოტიკების მთავარი­ მომწოდებლები და გამავრცელებლები სოხუმელი სომხები არიან და გუდაუთელების­ დუეტმა რამდენჯერმე გაილაშქრა მათ წინააღმდეგ, რასაც მოსახლეობამაც დაუჭირა მხარი, რადგან ხმა გავრცელდა, თითქოს ისინი ნარკოტიკებით ვაჭრობას ებრძოდნენ. მკვლელობიდან რამდენიმე დღეში ქემალ არძინბამ აფხაზეთი დატოვა, თუმცა პოზიციები არ დაუთმია - ნარკორეალიზაცია აფხაზეთში დღემდე წარმატებით "მუშაობს".

"ქართული კლანის გაძლიერება უკვე თვალში საცემია, ბარცბა კი სიმშვიდეს ინარჩუნებს, თუმცა მან დაცვა გააძლიერა, რაც ნიშნავს, რომ მშვიდად ყოფნის საფუძველი არა აქვს", - წერენ აფხაზები.


მოამზადა ლალი პაპასკირმა

ნინო 07
20 იანვარი 2020 12:27
რა ჭაობია... ეს არ არის აფსუების მიწა, თავს რომ აფხაზებს ეძახიან გამორჩენის მიზნით, ბარცბა, ავიცბა, არძინბა - არც ამათ და არც ამათ შთამომავლებს არასოდეს შერჩებათ ის რაც გააკეთეს ნამდვილი აფხაზების მიმართ. სომხები კი, მღვრიე წყალში რომ თევზაობენ...
ანი
19 იანვარი 2020 11:41
რომელი მედიაც ამ ქურდულ საქმიანობას და "სამყაროს" აშუქებს და დროს უთმობს,უნდა ჩაითვალოს,როგორც ქურდობის პროპაგანდა და პოპულარიზაცია.და კანონმა მიხედოს.
მე
19 იანვარი 2020 09:02
ჰოპლა სახში იციან რო სერიოზული დაცირებული გაქვს?შენც მიშიკოს სეკტის ერთ ერთი წევრი ხარ ალბათ,ის ორი ქურდი რო მოკლეს სოხუმში ეგეც ბიძინას ბრალია ალბათ შენი მოწამლული ჭკუთ

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ყველაზე მეტად რომელი განსაზღვრება შეეფერება დღეს ქართველ ხალხს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
თქვენი აზრით, ყველაზე მეტად რომელი განსაზღვრება შეეფერება დღეს ქართველ ხალხს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა